ლონდა თოლორაია – “არასოდეს შემისრულებია არანაირი პოლიტიკური დაკვეთა და ერთადერთი, რითაც ვხელმძღვანელობდი, ეს იყო კეთილსინდისიერების პრინციპი და კანონმდებლობა, რომელიც იყო ჩემი სახელმძღვანელო დოკუმენტი”

სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა მიმდინარეობს. ამჟამად კანდიდატებს პარლამეტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე უსმენენ.

ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლონდა თოლორაიამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა, მათ შორის კითხვა ეხებოდა, თუ როგორ ახერხებს ის ყველა ხელისუფლებაში იყოს წარმატებული –

” ვფიქრობ, რომ ზუსტად ამ კითხვაზე პასუხი თავადვე იყო გაცემული, იმიტომ, რომ მე არასდროს ​მივეკუთვნებოდი ​არცერთ პოლიტიკურ პარტიას, არასოდეს შემისრულებია არანაირი პოლიტიკური დაკვეთა და ერთადერთი, რითაც ვხელმძღვანელობდი, ეს იყო კეთილსინდისიერების პრინციპი და კანონმდებლობა, რომელიც იყო ჩემი სახელმძღვანელო დოკუმენტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კითხვის ნიშნები, რომლებიც მხოლოდ აბსტრაქტულია და არა კონკრეტული, აბსოლუტურად არანაირ ლოგიკას და არანაირ ფაქტებს არ ემყარება. ამიტომ მე ამ კითხვაზე მეტს აღარ გავაგრძელებ.”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძის შვილის ნაირი სადისტურად დაჩეხილი შვილები არ მოგაკლოთ ოჯახებში და სანათესაოში ვინც ჩემ შვილს და ოჯახს ლანძღავთ – სარალიძე
შემდეგი სტატია,, როგორ ახერხებთ, ქალბატონო ლონდა, რომ ადეიშვილთანაც წარმატებით იყოთ, მერე „ქართულ ოცნებასთანაც“ კარგად იყოთ?”