“პირადად ჩემს საჭიროებას ვეღარ ვხედავ ამ ეტაპზე მომავალ პარლამენტში”- ქანთარია

“ქართული ოცნების” დეპუტატები ცვლილებების მოლოდინში არიან – დღეს ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ დეპუტატი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში ყოფნის საჭიროებას ვერ ხედავს.

ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ , რომ პარტიაში განახლება იქნება. თუმცა ვინ წავა და ვინ დარჩება მმართველ გუნდში, “ქართული ოცნების” წევრები ამაზე არ საუბრობენ.

ე.წ ძველი გვარდიის წევრი, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში განხლება იქნება.

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია„ბუნებრივია განახლება იქნება, ოღონდ ახალი ხალხი ვისაც ჩაანაცვლებს, იმათ რა თქმა უნდა პერსპექტივით უნდა ჯობდეს კიდეც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი დაიშლება. ვინც არ იქნება ისინიც მიიღებენ პარტიაში, მუშაობის საშუალება ექნებათ“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კითხვაზე, დარჩება თუ არა ე.წ. ძველი გვარდია პარლამენტში – ქანთარია არ გამორიცხავს, რომ მომავალ პარლამენტში აღარ იყოს.

„ეს არ არის მნიშვნელოვანი, მე მაგალითად, პირადად ჩემს საჭიროებას ვეღარ ვხედავ ამ ეტაპზე მომავალ პარლამენტში. დასაბუთება უნდა, რატომ და გააჩნია, როგორი პოლიტიკური ამინდი იქნება,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაში,, როგორ ახერხებთ, ქალბატონო ლონდა, რომ ადეიშვილთანაც წარმატებით იყოთ, მერე „ქართულ ოცნებასთანაც“ კარგად იყოთ?”
შემდეგი სტატიაადგილზე იყო, იძახდა, რომ ორი კაცი მოვკალიო, წამიყვანეთო – აგარაში სასტიკი მკვლელობის დეტალებს ჰყვებიან