რიოში, სპეკულაციის გამო, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი დააკავეს

რიო დე ჟანეიროში ოლიმპიადაზე ბილეთების უკანონო გაყიდვის ბრალდებით დაკავებულია ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პატრიკ ჰიკი. 71 წლის ჩინოვნიკმა ოლიმპადის ბილეტები გადამყიდველს გადასცა, რომელიც მათ სპეკულაციურ ფასად ყიდდა. გადამყიდველი პოლიციამ გუშინ დააკავა. მას 800 უკანონო ბილეთი აღმოუჩინეს.

პოლიციის ინფორმაციით, ჰიკმა გაქცევა სცადა და სასტუმროს მეორე ოთახში შევარდა, სადაც მისი შვილი ცხოვრობდა, თუმცა ამაოდ.

დაკავების შემდეგ ჰიკი ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიიზორია დაკარგული ჯარისკაცების მშობლებს – “თუ ეს დაუდევრობა იყო, პირობას გაძლევთ პასუხს აგებენ”
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : საქართველოში მომძლავრდნენ პრორუსული ძალები, მათ შორის ბურჯანაძე და მისი გუნდი