იზორია დაკარგული ჯარისკაცების მშობლებს – “თუ ეს დაუდევრობა იყო, პირობას გაძლევთ პასუხს აგებენ”

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე გონიოში ჩავიდნენ.
თავადაცვის სამისნიტროს მაღალჩინოსნებმა დაკარგული ჯარისკაცის სამძებრო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
იზორია და კაპანაძე სანაპიროზე შეკრებილ მშობლებს გაესაუბრნენ. მინისტრმა სამხედროების ოჯახის წევრებს უთხრა, რომ საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

თავადცვის მინისტრს ერთ-ერთი სამხედროს მამამ იაგო შარაძემ უთხრა, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ინსტრუქტორის მხრიდან დაუდევრობას: „უყურადღებობამ დამიღუპა შვილი. აქვე გაიზარდა ჩემი შვილი, ძალიან ძლიერი მოცურავე იყო, მას არაფერი არ შეეშლებოდა“.
ლევან იზორიამ კი აღნიშნა, რომ “თუ ეს იყო დაუდევრობა, პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ”.

“გამოძიება დაიწყო და მიზეზებს დავადგენთ. თუ ეს იყო დაუდევრობა, პასუხს აგებენ, გაძლევთ პირობას”- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, სამძებრო ღონისძიებებში აშშ-ს შესაბამისი სამსახური უკვე ჩაერთო, დახმარებისთვის თურქეთსაც მიმართეს.
თავადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ.

საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.
მომხდართან დაკავშირებით ასევე დაწყებულია გამოძიება. სამძებრო ღონისძიებებში კი დღე დილიდან აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ძალები ჩაერთო.

banner
წინა სტატიაშისამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
შემდეგი სტატიარიოში, სპეკულაციის გამო, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი დააკავეს