რიონის ხეობაში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის პოლიციაა მობილიზებული

რიონის ხეობაში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის პოლიციაა მობილიზებული, ისინი 24 საათის განმავლობაში ჰესის მშენებელ კომპანიას აქციის მონაწილეებისგან იცავენ. პარალელურად ქუთაისში კი ღამით რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს.

ქუთაისში ამბობენ, რომ კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა. რაც შეეხება რიონის ხეობის მცველებს, ისინი ამ წუთებში გუმათში არიან შეკრებილები. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეები შეეცდებიან პოლიციის დარწმუნება კიდევ ერთხელ სცადონ და ნამახვანისკენ გადაადგილება შეძლონ.

“ჩვენი მოთხოვნა ისევ და ისევ, გვინდა რომ ნამახვანში, სადაც ვიყავით ჩვენ ტერიტორიაზე დავბრუნდეთ და იქიდან გავაპროტესტოთ. პოლიცია არ გვიშვებს, თქვენც კი ხედავთ, ბარიკადები აღმართს. ცოტა გონზე მოვიდნენ და აზრზე მოვიდნენ სანამ დროა, თორემ მერე ალბათ გვიანი იქნება”, – თქვა რიონის ხეობის მცველმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება
შემდეგი სტატიამოწერელია – საზოგადოებას დაპირისპირება მობეზრდა, გვჭირდება ახალი დღის წესრიგი