ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი – სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან, როგორც მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ამახვილებდა ყურადღებას.

ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, სულიკო საყევარაშვილის და გიორგი სახელაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით კი, 4 000-ლარიანი გირაოს სთავაზობდნენ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითურნავა – საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის
შემდეგი სტატიარიონის ხეობაში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის პოლიციაა მობილიზებული