მოწერელია – საზოგადოებას დაპირისპირება მობეზრდა, გვჭირდება ახალი დღის წესრიგი

ნიკა მელია არ არის პოლიტპატიმარი, არც გიორგი რურუა და ამაზე უნდა შევთანხმდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა ქვეყანაში საკმაოდ რადიკალიზებული გარემო. მოწერელია აცხადებს, რომ საზოგადოებას დაპირისპირება მობეზრდა და საჭიროა ახალი დღის წესრიგი.

ამასთან, როგორც ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალასთან არ ითანამშრომლებენ.

„არ ვიცი, პოლიტპატიმრად ვის გულისხმობთ. იქნებ, დამიკონკრეტოთ. ნიკა მელია არ არის პოლიტპატიმარი, არც გიორგი რურუა და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი პირველ რიგში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ამდენად, დავაზუსტებ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა საკმაოდ რადიკალიზებული გარემო მივიღეთ. დღეს, საზოგადოებას დაპირისპირება მობეზრდა და გვჭირდება ახალი დღის წესრიგი. ეს არის ბევრი ფაქტორით განპირობებული. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა რადიკალიზმით განმსჭვალული პოლიტიკური ძალებისა. რამ შექმნა და როგორ, ეს ვრცლად სასაუბრო თემაა. ორი სიტყვით ვერ მოგახსენებთ. რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალასთან ჩვენ არ ვითანაშრომლებთ. მათ შორის, ერთ-ერთი „ნაციონლური მოძრაობაა”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაშირიონის ხეობაში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიასოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა