რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება კორონავირუსთან დაკავშირებული გზავნილებით განათდა

რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება კორონავირუსთან დაკავშირებული გზავნილებით განათდა. გზავნილები მოსახლეობას ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებდა.

განათების ინსტალაციის მეშვეობით ქანდაკებაზე გამოჩნდა წარწერა – „ნიღაბი იცავს სიცოცხლეს“.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, ბრაზილიის ცნობილი სიმბოლო ქრისტეს ქანდაკება განათების ინსტალაციის საშუალებით ექიმის ხალათით „შემოსეს“ კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსების პატივსაცემად.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია თუ არ შესრულდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება
შემდეგი სტატიალევან რატიანი: ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა