ლევან რატიანი: ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში ექვსი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

„რეამინაციულ განყოფილებაში არის ექვსი პაციენტი. გუშინ, ერთი პაციენტი, ქალბატონი გადმოვიყვანეთ თერაპიულ განყოფილებაში, რომელიც ყველაზე მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე მყოფი იყო. მას აქვს შაქრიანი დიაბეტი, ყველა გართულებით. ამ ეტაპზე, ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება მის ქრონიკულ მდგომარეობას. რამდენიმე დღეში, ქალბატონი კლინიკიდან გაეწერება“,- განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება ინფიცირებულ ორსულს, ლევან რატიანის განმარტებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„დადასტურებულია ორსულის შემთხვევა, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, ვიტალური ფუნქციები, როგორც ნაყოფის, ასევე დედის შეესაბამება ფიზილოგიურ მდგომარეობას და ყველა გართულების გარეშეა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშირიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება კორონავირუსთან დაკავშირებული გზავნილებით განათდა
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : 58 წლის ქალის გარდაცვალებით ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა