რესპუბლიკელი ექსპერტები: ტრამპი საშიშია ამერიკისთვის

ტრამპის განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა

ტრამპის განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურარესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ძლიერი ხასიათით არ გამოირჩევა, არ გააჩნია მყარი მორალური ღირებულებები და გამოცდილება, იმისთვის, რომ სახელმწიფოს მეთაური იყოს, მას შეუძლია აშშ-ს ყველაზე “გაუაზრებელი” პრეზიდენტი გახდეს – რესპუბლიკური პარტიის დაახლოებით 50 გამოჩენილი ადამიანი აწერს წერილს ხელს, რომლებიც აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაციასა და სპეცსამსახურებში გავლენიან ადგილებს იკავებენ.
“მას საბაზისო ცოდნა არა აქვს და აშშ-ს კონსტიტუციის, აშშ-ს კანონების და ისეთი ინსტიტუტების არ სჯერა, როგორც რელიგიური მოთმინება, პრესის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა” – ნათქვამია წერილში, რომელიც New York Times-მა გამოაქვეყნა.
გავლენიანი რესპუბლიკელების აზრით, “ტრამპი ეროვნულ უსაფრთხოებას და აშშ-ს კეთილდღეობას საფრთხის ქვეშ აყენებს”.

ტრამპმა წერილზე ხელისმომწერებს უწოდა “ვაშინგტონის ჩაჭრილი ელიტა, რომელიც ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობს”.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიე.წ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული დავით გერლიანი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიათურქეთის ხელისუფლებამ ამბოხების საქმეზე 22 ათასი ადამიანი დააკავა