ე.წ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული დავით გერლიანი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული დავით ჩაჩიბაია (გერლიანი) მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროკურორის განცხადებით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების საფუძველი არსებობდა. კვლავ არსებობდა საფრთხე მიმალვის და გამოძიებისათვის თავის არიდების. ადვოკატები პროკურორის პოზიციას არ დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ ჩაჩიბაიას არანაირი აღკვეთი არ უნდა შეფარდებოდა. მათ სს დევნის შეწყვეტაც მოითხოვეს. მანამდე მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს და საქმეზე დართვა მოითხოვეს. მოსამართლემ დაცვას შუამდგომლობა ნაწილობრივ დაუკმაყოფილა და პროკურატურის მტკიცებულებების ნაწილი დაუშვებლად სცნო.

ჩაჩიბაიას ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა ედება . უკრაინიდან მისი ექსტრადირება 2 თვის წინ განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიქართველი მაგისტრების პროექტი მილანში წლის საუკეთესო პროექტად დასაახელდა
შემდეგი სტატიარესპუბლიკელი ექსპერტები: ტრამპი საშიშია ამერიკისთვის