(video) რესპუბლიკელები, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საპენსიო ფონდის შემოღებას გეგმავენ

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რესპუბლიკელები საპენსიო ფონდის შემოღებას გეგმავენ. ინფორმაცია საზოგადოებას რუსთავი2-ის პირდაპირი ეთერის საშუალებით დავით უსუფაშვილმა მიაწოდა.

უსუფაშვილი ამბობს, რომ ფონდის შემოღება სამ ეტაპად მოხდება.

“ვინც უახლოვდება საპენსიო ასაკს, ის ვერაფრის დაგროვებას ვერ შეძლებს და ამ სისტემის მოქმედება უნდა გაგრძელდეს. მაგრამ, ვისაც 15 წელი გვაქვს დარჩენილი საპენსიო ასაკამდე, თუ ამ სისტემას ხვალ ავამოქმედებთ, მაშინ მე, რომელიც 48 წლის ვარ, დღეს საპენსიო ასაკის მიღწევისთვის მექნება ღირსეული პენსია არა ბიუჯეტის ხარჯზე. ეს ბიუჯეტს გამოუთავისუფლებს უზარმაზარ სახსრებს, რომელიც პენსიებისკენ მიიმართბა. ამას რესპუბლიკური პარტია ჰპირდება ამომრჩეველს. ამ კონკრეტულ საკითხზე ჩვენ პრინციპული პოზიცია გვექნება,”- აცხადებს უსუფაშვილი.

რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული ფული განათლების სისტემისკენ მიიმართება.

https://youtu.be/JtCtzwR7csE

banner
წინა სტატიაში(video) საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს – დავით უსუფაშვილი
შემდეგი სტატიაარ შეგვშინებია ციხის, იატაკქვეშეთის, ციმბირის და რეიტინგების შეგვეშინდება?! – ლევან ბერძენიშვილი