(video) საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს – დავით უსუფაშვილი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს – ამ ინიციატივაზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მანამ, სანამ საქართველოს ნატოს წევრობა გახდება რეალური, საქართველომ უნდა იზრუნოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და დაცვისთვის აუცილებელი ამოცანა,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის სიის პირველმა ნომერმა საკუთარი პარტიის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და თქვა, რომ რესპუბლიკური პარტია არის ის პარტია, რომელმაც იცის, როგორ უნდა ააშენოს ევროპული ქვეყანა.

 

https://youtu.be/_oFbcFRdTEI

banner
წინა სტატიაში(video) თაკო ჩარკვიანი : ქვეყანაში შექმნილი ვითარება 90-იანი წლების მდგომარეობას ემსგავსება
შემდეგი სტატია(video) რესპუბლიკელები, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საპენსიო ფონდის შემოღებას გეგმავენ