რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტელეკომპანია CNN Turk-ს ტელეფონით, “სკაიპით” ჩაერთო

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტელეკომპანია CNN Turk-ს ტელეფონით,

erdoxaniთურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტელეკომპანია CNN Turk-ს ტელეფონით, “სკაიპით” ჩაერთო.

მან ქვეყანაში სამხედრო გადატრაილების შესახებ განაცხადა და ხალხს მოუწოდა ქუჩებში გამოვიდნენ და დემოკრატია დაიცვან.
თურქეთის დედაქალაქში ისმის სროლები. სამხედროებმა ბოსფორზე გადაკეტეს ხიდი და შეეცადნენ პოლიცია განეიარაღებინათ. ანკარას თავზე სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ.როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, თურქეთში მიმდინარე მოვლენების უკან “პარალელური სტრუქტურები” დგანან. ერდოღანის თქმით, თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შესაბამის პასუხს გასცემს.

 

თურქეთში სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების ხელში აღების შესახებ განაცხადა. მათი თქმით, ამიერიდან თურქეთს “სამშვიდობო საბჭო” მართავს.

სამხედრობს დაკავებული აქვთ მთავრობისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობა. დახურულია აეროპორტები. თურქეთში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშისამხედროებს დაკავებული აქვთ სახელმწიფო ტელევიზიის TRT-ს შენობა
შემდეგი სტატია(video) სტამბულში ათათურქის აეროპორტი დაიკეტა