სამხედროებს დაკავებული აქვთ სახელმწიფო ტელევიზიის TRT-ს შენობა

Cnbw7DGWcAAcCrOთურქმა სამხდრებმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სამხედროებს დაკავებული აქვთ სახელმწიფო ტელევიზიის TRT-ს შენობა, რომელიც ანკარაში მდებარეობს. თურქეთში დაიკეტა აეროპორტები. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ჯავშანტექნიკა გადაადგილდება. თურქეთში სტრატეგიულ ობიექტებს სამხედროები იცავენ. თურქეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, შესაბამისი განცხადება თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის, TRT -ს ეთერში წამყვანმა წაიკითხა.

“თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად დაიკავეს ქვეყნის ადმინიტრაცია კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ყველა საერთაშორისო შეთანხმება კვლავ ძალაში რჩება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩვენი კარგი ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან გაგრძელდება”, – ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უსაფრთხოდ არის.

 

 

 

https://youtu.be/ufsq3Ee6ies

 

 

banner
წინა სტატიაშიყველა საერთაშორისო შეთანხმება სახელმწიფო გადატრიალების შემდეგაც გაგრძელდება
შემდეგი სტატიარეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტელეკომპანია CNN Turk-ს ტელეფონით, “სკაიპით” ჩაერთო