“რაზბორკა” და “ქურდული გარჩევა” წალენჯიხაში – თამთა ფიფიას “საქმის მოგვარების” მეთოდები

“ნაციონალურ მოძრაობაში” ბოლო რამდენიმე თვეა, შიდა პარტიული დაპირისპირებების სერია არ წყდება. ამჯერად, დაპირისპირება წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მერმა ლიას ადმინისტრაციულ ერთეულში, მისი წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, უფრო კონკრეტულად კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა.

ყველაფერი ასე, არც დაწყებულა და ცხადია, არც სრულდება. ამ საკითხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ თამთა ფიფიას “პროტესტს” “ქუჩური გარჩევის” სახე მიეცა. ნაცვლად იმისა, რომ ფიფიას, აღნიშნული საკითხის მოგვარება პირადად, მერთან ეცადა, მან არჩევანი “ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელ მეთოდზე შეაჩერა და  ზემდგომ პირთან, ანუ, გია ხარჩილავასთან საკითხის ცივილური გზით მოგვარების ნაცვლად, “საქმის გარჩევა” ჯვარიდან “ხალხის მოყვანითა” და ე.წ “რაზბორკით” გადაწყვიტა.

საგულისხმოა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიას ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის, უკვე ყოფილი წარმომადგენელი თანამდებობიდან ათი დღის წინ გაათავისუფლეს, თუმცა, თამთა ფიფიას  მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ მერმა მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა და სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა:

“მოგესალმებით, ზოგადად, პირად თემებზე პოსტების წერა არ მჩვევია, ახლა კი, სათქმელი (დასაწერი)  დაგროვდა… პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას,  ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა, მადლობა ლიას თემის მოსახლეობას და მადლობა უფალს ამ დიდიგამოცდილებისთვის! გია ხარჩილავა / Gia Kharchilava, მადლობა, რომ ნდობაგამომიცხადეთ წელიწადნახევრის წინ და მომეცით საშუალება მემუშავა ამსაპასუხისმგებლო პოზიციაზე. თუმცა, მოხდა ისე, რომ დღეის მდგომარეობით აღარ ვიკავებ რწმუნებულისპოზიციას. მიმდინარე წლის 1 ივნისს, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, აღარგამიგრძელეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება.  ჩემს ასისტენტს კი,    1 ივნისისსაღამოს 8 საათზე აცნობეს რომ კონტრაქტს არ უგრძელებდნენ, ყოველგვარიახსნა-განმარტებისა და მიზეზების გარეშე. აი ესე, უბრალოდ, უმიზეზოდ,  ვიღაცის”ხუშტურის” გამო თურმე, შეიძლება ადამიანი უსამსახუროდ დატოვო. თან, გაფრთხილებაც კი დაგავიწყდეს მეორე დღის საღამოს 8 საათამდე. რთულია, იმ მიზეზებზე საუბარი, რის გამოც აღმოვჩნდით მე და ჩემი თანამშრომელიამ სიტუაციაში.   წესით, “დემოკრატიულ” წალენჯიხაში არ უნდა ათავისუფლებდნენადამიანებს  პარტიული ნიშნით, თუ საქმეს და სამსახურეობრივად დაკისრებულმოვალეობას კეთილსინდისიერად, სუფთად ასრულებს.  მიჩნდება კითხვა, შიდაპარტიულ არჩევნებში, თუ არ ვიმუშავე რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, ესააჩემი დანაშაული?  თუ ჩემი, როგორც რწმუნებულის მხრიდან ნეიტრალური, და ასევეპიროვნული (ადამიანური  ფაქტორებიდან გამომდინარე) პოზიცია რომ დავიცავი, ამის გამო? ვთვლი, რომ როგორც ახალგაზრდა,  სახელმწიფოებრივად მოაზროვნეადამიანმა, სწორი და ჯანსაღი პოზიცია დავაფიქსირე. ბოლოს და ბოლოს, მეგობრებო, როდის უნდა დასრულდეს  საქართველოში  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პარტიული მიზნებისთვის?  როდისდადგება ის დრო, როცა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნება-სურვილსპატივისცემით მოვეპყრობით და არ ვაიძულებთ  ამა თუ იმ არჩევნებშიმონაწილეობის მიღებას? როდის უნდა დასრულდეს სოფლოს რწმუნებულებისა დაა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისთვის პარტიული კოორდინატორების ფუნქციისდაკისრება? განა ესე რთულია, რომ საჯარო სამსახური  პარტიის შტაბად არგავხადოთ?  მეგობრებო, თუ დემოკრატიაზე და დემოკრატიულ პროცესებზე გვაქვს ამბიცია, მინიმუმ, პირველრიგში, ადამიანების თავისუფალი არჩევანის პატივისცემა ვისწავლოთ… დიახაც, მსგავსი ფაქტების გამო, ვგმობდი(თ) და ვეწინააღმდეგებოდი(თ) წალენჯიხის”წასულ” ხელისუფლებას. როგორც, ოპოზიციური პარტიის რიგითმა ამომრჩეველმა,  ხმა მივეცი  – ცვლილებებს! ცვლილებებს, რომელიც მოიტანდა  ადამიანების  თავისუფალი არჩევანისა და ნების პატივისცემას, საჯარო სამსახურებისპოლიტიკური და პარტიული გავლენებისგან განთავისუფლებას… ამასთანავე, ფრიად საკვირველია   “დემოკრატიულ ” წალენჯიხაში, რწმუნებულისპოსტს სთავაზობდე მოძალადე, მჩაგვრელ ადამიანს. ადამიანს, რომელსაც შეუძლიაკოლეგა მანდილოსნებს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს და მეტიც, ფიზიკურიანგარიშსწორებით დაემუქროს. ნეტა, არ გვყოფნის საქართველოში ქალებზეძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევები? ასეთი მოძალადეების  დაწინაურებით, დათუნდაც, საჯარო სამსახურში დატოვებით, არ თვლით, რომ (ირიბად) შემდგომშიდანაშაულის წამქეზებელი გამოდიხართ? თან, უფრო საკვირველია, დაზარალებულიმოიშორო, ხოლო  მჩაგვრელი დაიტოვო სოფლისა და ხალხის სამსახურში. იმედი მაქვს, ოდესმე გავიზრდებით. წარმატებებს გისურვებთ ყველას,  ვინც გულწრფელად, კეთლსინდისიერად დაპატიოსნად ემსახურებით საქართველოს, თქვენს რაიონს, თქვენს სოფელს დახალხს”, – დაწერა თამთა ფიფიამ სოციალურ ქსელში.

ცხადია, მის მიერ შერჩეული პროტესტის ფორმაც და აღნიშნულ ფაქტზე, მისი დაგვიანებული რეაგირებაც, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სოციალურ ქსელში თამთა ფიფიას მიერ Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, წალენჯიხის საკრებულოს წევრმა, ეკა სამუშიამ უპასუხა:

“მე, როგორც პარტიის რიგით წევრს და როგორც ლიას წარმომადგენელს საკრებულოში, მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ღიად და გულახდილად შემიძლია ვისაუბრო. ძალიან მარტივია იმის დანახვა, რომ მომხდარ ფაქტს არანაირი კავშირიარ აქვს შიდა პარტიულ არჩევნებთან, პირადად თამთას დისკომფორტი შეექმნა, როდესაც სპეციალისტებმა გადადგეს ის ნაბიჯი, რაც უნდა გადაედგათ, ანუ დადგნენ სწორ მხარეს და მხარი დაუჭირეს პარტიის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს. არჩევანში, ხომ თავისუფლები ვართ?! თამთა, პირადად მე და თავის სპეციალისტებს ეჭვის თვალით გვიყურებდა და ჰქონდა თავისებური ხედვა. პირადად მე, როცა მის კაბინეტში შევედი ამაზე პრეტენზია გაუჩნდა, მას შეეძლო ჩემთან პირადად ესაუბრა, თუ რაიმე შეკითხვები ჰქონდა. მან გარეთ გასვლა არჩია, ხოლო მეორე დღეს სპეციალისტებს უხეში სიტყვებით მიმართა, თუ რატომ ვიყავი წინა დღეს შესული მის ოთახში. აი ამ ყველაფერს მოჰყვა ის ემოციური ფონი, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. ამ ამბავში კი ყველაზე მთავარი არის ის, რომ მერის წარმომადგენელი მისული იყო პირადად მერთან, რომ განემუხტათ გაურკვევლობაცა და დაძაბულობაც, და არა თქვენ მოეყვანეთ, საქმე გაგერჩიათ და დამუქრებოდით სპეციალისტს სამსახურის დატოვებით. და უკაცრავად ვინ ნიშნავს რწმუნებულსა დასპეციალისტებს?! რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის არჩეული მერი. ჰოდა, საბოლოოდ, იმის თქმა მინდა, რომ, თუ რეალობის დანახვა გვინდა, სანამ სხვებშივეძებთ დამნაშავეს და შედეგს ვიწუნებთ, ხომ არ სჯობდა რომ თქვენსავე საქციელში გეძიათ, რომელი ფორმა უფრო სწორი იქნებოდა?! ძალიან მინდოდა ეს კომენტარი თამთასაც და ირაკლისაც ენახათ, თუმცა ამაოდ, რადგან ორივეს დაბლოკილი ვყავარ, იმედს ვიტოვებ, რომ აუცილებლად ნახავენ”, – წერს ეკა სამუშია.

მხარეებს შორის არსებული დაპირისპირებების სოციალურ ქსელში გადანაცვლება, არავის გაჰკვირვებია და პოზიციის ღიად დაფიქსირების შეზღუდვაც არავისთვის დაუწესებიათ, თუმცა, საკითხის სიღრმეების გასარკვევად, “თაიმერი” წალენჯიხის საკრებულოს წევრს, ეკა სამუშიას დაუკავშირდა:

“თამთას უთანხმოება ჰქონდა სპეციალისტებთან და ნაცვლად იმისა, რომ მერისთვის მიემართა და საქმე ზემდგომ პირებთან განეხილა, გადაწყვიტა ჯვარელები ჩამოეყვანა წალენჯიხაში და ეს საკითხი ქუჩური გარჩევის საგანი გახდა. მერის მიერ დანიშნულ სპეციალისტს, ბაირონ ქარდავას კი, თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრა. მან გადაწყვიტა, ჯვარელების: წალენჯიხის საკრებულოს წევრის, ბაჩო ქანთარიას, ჯვარის რწმუნებულის, ირაკლი ხარჩილავასა და სხვების დახმარებით, ბაირონ ქარდავასთვის “საქმე გაერჩია”. ყველამ კრგად იცის, რომ ყოველთვის, როცა წალენჯიხაში არჩევნები იყო, თამთას, ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა. პარტიის ოფისში თამთა არ მინახავს, არც ერთ აქტივობაში არ იღებდა მონაწილეობას და ახლა იმაზე საუბარი, რომ არჩევნებში ბაჩო ქანთარიას უჭერდა მხარს, ეს ტყუილია. მანამდე ხომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები იყო და მაშინ ნეიტრალურ პოზიციაში დარჩენა გადაწყვიტა. ამის გამო ის არავის გაუთავისუფლებია სამსახურიდან. უბრალოდ, თამთასა და სპეციალისტს შორის უთანხმოების შესახებ მეც ახლახანს გავიგე. თამთამ არჩია ჯვარელების მონაწილეობით, “ქურდული გარჩევის” მეთოდით, საქმის მოგვარება. ჯვარელები მოიყვანეს ადმინისტრაციულ შენობასთან, “საქმე გაარჩიეს” და სპეციალისტებს, რომლებიც მერის წარმომადგენლები არიან, მერის დანიშნულები არიან, თურმე, ჯვარელი ხარჩილავა და ქანთარია მოხსნიან სამსახურიდან”, – ამბობს “თაიმერთან” თემის კომენტირებისას, წალენჯიხის საკრებულოს წევრი, ეკა სამუშია.

“თაიმერმა” ეს სტატია, ეკა სამუშიასთან საუბრის შემდეგ, მის მიერ გასაჯაროებული ფაქტების განხილვაზე  დაყრდნობით მოამზადა. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თამთა ფიფიას პოზიციაც უცვლელად შემოგთავაზოთ, თუ მისი კეთილი ნება იქნება, რომ “თაიმერის” შეკითხვებს უპასუხოს.

ავტორი: მზეკო ჟვანია

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: სამწუხაროა, რომ რეკომენდაციების შესრულებაში ჩართულია მხოლოდ ხელისუფლება
შემდეგი სტატია“ეს ქართულ კინოს უქმნის საფრთხეს! აუცილებელია კინოცენტრის სრული დამოუკიდებლობა!!”- ნანა ჯანელიძე