“ეს ქართულ კინოს უქმნის საფრთხეს! აუცილებელია კინოცენტრის სრული დამოუკიდებლობა!!”- ნანა ჯანელიძე

“ეს ქართულ კინოს უქმნის საფრთხეს! აუცილებელია კინოცენტრის სრული დამოუკიდებლობა!!”, – ამის შესახებ ქართველი კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს და კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

საგანგაშოა კინოცენტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

20 წელიწადზე მეტია კინოცენტრი უძღვება საქართველოს კინოწარმოებას, კინოგანათლებას, წარადგენს ქართულ ფილმებს საერთაშორისო ფესტივალებზე, უვლის საქართველოს კინომემკვიდრეობას, აფინანსებს საქართველოშო საერთაშორისო კინოფესტივალბეს, გამოსცემს წიგნებს, პროფესიულ ჟურნალებს.

კინო – ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

კინოფესტივალებზე ელიან ქართულ ფილმებს, როგორც საქვეყნოდ აღიარებულს.

კინორეჟისორების ყველა თაობა განსხვავებულად, საინტერესოდ, ნიჭიერად გვიზიარებს და საუბრობს კინოს მეშვეობით საკუთარ თუ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე, ტკივილზე, სიხარულზე.

და ეს ყველაფერი ხდება კინოცენტრის ეგიდის ქვეშ. კინოცენტრის, სადაც უკვე ორი ათეული წელია მუშაობენ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, ქართული კინოს უერთგულესი ადამიანები.

დაუშვებელია ამ, წლების განმავლობაში აპრობირებული სისტემის მორღვევა, არაპროფესიონალებით ჩანაცვლება.

ეს ქართულ კინოს უქმნის საფრთხეს!

აუცილებელია კინოცენტრის სრული დამოუკიდებლობა!!. მან უკვე წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ მართვის დამოუკიდებელი სისტემა ერთადერთი და ხელშეუხებელია!!, – წერს ნანა ჯანელიძე.

banner
წინა სტატიაში“რაზბორკა” და “ქურდული გარჩევა” წალენჯიხაში – თამთა ფიფიას “საქმის მოგვარების” მეთოდები
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით 23 ივნისს რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air იწყება