რატომღაც მაქვს განწყობა, რომ “რუსთავი 2-ის” საქმეზე ბოლო წერტილის დასმა უახლოეს პერიოდში მოხდება – ინგა გრიგოლია

news
ავტ.: news მარტი 2, 2017 15:03

რატომღაც მაქვს განწყობა, რომ “რუსთავი 2-ის” საქმეზე ბოლო წერტილის დასმა უახლოეს პერიოდში მოხდება – ინგა გრიგოლია

„რატომღაც მაქვს განწყობა, რომ ბოლო წერტილის დასმა მოხდება უახლოეს პერიოდში და ეს იქნება ძალიან ცუდი,“- ეს განცხადება ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ რუსთავი 2-ის საქმეზე გააკეთა. ინგა გრიგოლიას თქმით, მან გადაცემა რეაქციის თემა შეცვალა, რადგან ჟურნალისტის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა რუსთავი 2-ის საქმეა.

„მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაქვს მოლოდინი, რომ სამართლიანობის სახელით რუსთავი 2-ის გადაცემა მეორე მხარისთვის მოხდება. მიდის მედიის გაკონტროლების, ხელში აღების პროცესი, უნდა იყოს ტელევიზია თავისუფალი, ამ ქვეყანას კრიტიკული ტელევიზია სჭირდება, კრიტიკული მედია ხელისუფლებას აფხიზლებს,“- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

news
ავტ.: news მარტი 2, 2017 15:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,286
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics