პროკურატურის მიერ გადმოცემულ მტკიცებულებებში 2 სხვადასხვა ოქმზე ერთი და იგივე პროკურორის ხელმოწერა ერთმანეთს არ ემთხვევა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გადმოცემულ მტკიცებულებებში 2 სხვადასხვა ოქმზე ერთი და იგივე პროკურორის ხელმოწერა ერთმანეთს არ ემთხვევა.

დაცვის მხარე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს, რომ დოკუმენტი დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვალოს. მიხეილ რამიშვილის თქმით, თუ ოქმს მტკიცებულებად ცნობენ, ის კალიგრაფიულ ექსპერტიზას მოითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, ამ გარემოებამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს როგორც მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა, ისე მისი დაკავების კანონიერება.

ე.წ. მატროსოვის ციხეში, რამდენიმე წუთის წინ, მამა გიორგი მამალაძის მეორე ადვოკატი, გიორგი ფანცულაიაც შევიდა. მისი განცხადებით, პროკურატურა იტყუება და დაცვის მხარე ადალი მტკიცებულებების წარდგენას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშირატომღაც მაქვს განწყობა, რომ “რუსთავი 2-ის” საქმეზე ბოლო წერტილის დასმა უახლოეს პერიოდში მოხდება – ინგა გრიგოლია
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: რუსთავი2 იქნება ის, რაც გადაარჩენს საქართველოში თავისუფალ სიტყვას