იმედს ვიტოვებ, რომ მოიძებნება 5 ისეთი მოსამართლე, რომელიც ქვეყნის მომავალს არ გადახაზავს – ზაალ უდუმაშვილი

„იმედს ვიტოვებ, რომ ამ ქვეყანაში მოიძებნება 5 ისეთი მოსამართლე, რომელიც ქვეყნის მომავალს არ გადახაზავს და უარს არ იტყვის ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე,“- ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

უზენაეს სასამართლოსთან სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

„ამ აქციით გვინდა ხმა მივაწვდინოთ მოსამართლეებს, მათი გადაწყვეტილება დიდ გავლენას მოახდენს, თუ საით განვითარდება ეს ქვეყანა,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს“ – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიარატომღაც მაქვს განწყობა, რომ “რუსთავი 2-ის” საქმეზე ბოლო წერტილის დასმა უახლოეს პერიოდში მოხდება – ინგა გრიგოლია