რასაც ბევრი ვარაუდობდა, რომ მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩათრევის, დადასტურდა, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს და ზუსტად, ამიტომაა საქართველოს გარშემო ატეხილი ეს პოლიტიკური მასკარადი – ქადაგიძე

„ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერით საქართველომ უკრაინას, რომ გაუკეთა ამ თვეების განმავლობაში, ბევრი სხვა ქვეყანა ვერ მოიძებნება“, – წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

როგორც ქადაგიძე წერს, დადასტურდა ის, რომ იყო მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნის.

„სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ძირითადმა მექანიზმებმა, პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, ჯერჯერობით ვერ ჰპოვეს პრაქტიკული განხორციელება“-ო ბრძანა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა… ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერით საქართველომ უკრაინას, რომ გაუკეთა ამ თვეების განმავლობაში, ბევრი სხვა ქვეყანა ვერ მოიძებნება… და დარჩა რა, მეორე ფრონტი? არა, ბატონო მოვალეობის შემსრულებელო?! აბა, პრაქტიკულ განხორციელებაში რას გულისხმობ? მოკლედ, რასაც ბევრი წერდა და ვარაუდობდა, რომ მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნის დადასტურდა, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს და ზუსტად ამიტომაა საქართველოს გარშემო ატეხილი ეს პოლიტიკური მასკარადი თავისი ელჩებ-დეპუტატებ-კუბილიუს-ფოტიგების მონაწილეობით. გასაგონად დაგიწერთ ბატ-მოვალეობის შემსრულებელო „ვი ნე ტუდა პაპალი“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს, მთავარია, ეს ყველაფერი ზრდილობის ფარგლებში იყოს – კალაძე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენ ვართ უკრაინის პირველი გულშემატკივრები, მაგრამ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე