კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს, მთავარია, ეს ყველაფერი ზრდილობის ფარგლებში იყოს – კალაძე

კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია – ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ ის საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე შეშფოთებულია.

თბილისის მერის თქმით, მან არ იცის კელი დეგნანი კრიტიკულ განცხადებებში რას გულისხმობს.

“არ ვიცი, ვერ გეტყვით რას გულისხმობს კრიტიკაში. შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, მე როგორც ვიცი. ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს ზრდილობის ფარგლებში. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც თქვა, რომ კონკრეტული მაღალჩინოსნები საქართველოს ევროინტეგრაციაში ხელს უშლიან.

კახა კალაძის თქმით, მაღალჩინოსნებში ნედ პრაისმა ალბათ, ის ევროპარლამენტარები იგულისხმა, რომლებიც საქართველოს “მეგობრებად მოევლინნენ“.

“ალბათ, ის ევროპარლამენტარები იგულისხმა, რომლებიც საქართველოს მეგობრებად მოგვევლინებიან და ბოლო დღეების, ბოლო თვეების განმავლობაში საოცარ განცხადებებს აკეთებენ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ ჰარცელს – სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში ადასტურებს აუცილებლობას, გქონდეთ მეტი დრო, რათა გაიგოთ, როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებაა – სტანო
შემდეგი სტატიარასაც ბევრი ვარაუდობდა, რომ მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩათრევის, დადასტურდა, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს და ზუსტად, ამიტომაა საქართველოს გარშემო ატეხილი ეს პოლიტიკური მასკარადი – ქადაგიძე