რაქვიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – სულ ის მინდა, რომ მათი რესურსი მე მქონდეს, ერთი- ორი კვირა მაინც

„წარმოიდგინეთ ზრდასრული, ძლიერი ხალხია, აქვთ ტელევიზიები, დაფინანსება, პარტიული სტრუქტურა და ეს ხალხი ამბობს, არაფერი არ შეგვიძლია, გვიშველეთ, ვშიმშილობთო. არც ელენე ხოშტარიას შიმშილობა იყო სწორი და ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება არ არის სწორი. ეს არის მარცხის აღიარება და იმის, რომ არ შეუძლია ამას შეეგუოს. ახლა რასაც ითხოვენ, შეუძლებელია შესრულებული იყოს და არ მესმის, ახალი წლის წინ როგორ შეიძლება მხარდამჭერებს უთხრა – ხალხო, ახლა ოჯახთან კი არ გავატაროთ დრო, ზეიმი კი არ გქონდეთ, წადით, კარვებში დაჯექით და დაიწყეთ შიმშილობა. ეს არ არის ნორმალური და ეს მინიმუმ მაშინ უნდა გაკეთდეს, როცა დადასტურებით იცი, რომ ყველა სხვა ინსტრუმენტი გამოყენებულია, მაგრამ მე არ მაქვს ეს განცდა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამოწურა თავის რესურსი, პირიქით, სულ ის მინდა, რომ მათი რესურსი მე მქონდეს, ერთი- ორი კვირა მაინც, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიზანს მაინც მივაღწევდი და მიკვირს, რომ ამხელა რესურსი ასე უაზროდ იხარჯება,”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ მასობრივ შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

banner
წინა სტატიაში„საახალწლო სოფელი“ 24 დეკემბერს დედაენის ბაღში გაიხსნება
შემდეგი სტატიაფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დამატებით, 99 ოჯახი დაკმაყოფილდება