Rammstein-ის გიტარისტმა ნავალნის შტაბის წარმომადგენელს მხარდაჭერა გამოუცხადა

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, რომელსაც გერმანული ჯგუფის Rammstein სიმღერის გაზიარებისთვის კოლონია მიუსაჯეს, ჯგუფის გიტარისტმა რიჩარდ კრუსპემ მხარდაჭერა გამოუცხადა. ანდრეი ბოროვიკოვს გუშინ 2,5 წლით კოლონია მიუსაჯეს “პორნოგრაფიის გაზიარებისთვის”. იგულისხმებოდა Rammstein-ის სიმღერა Pussy. რიჩარდ კრუსპემ (Richard Kruspe) 30 აპრილს საკუთარ “ინსტაგრამზე” დაწერა, რომ შეძრწუნებულია რუსისთვის გამოტანილი გამოჩენის გამო. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ ანდრეი ბოროვიკოვს ამის გამო თავისუფლება აღუკვეთეს. ამ განაჩენის სისასტიკე შოკს მგვრის. Rammstein-ი ყოველთვის გამოდიოდა ხელოვნების თავისუფლებისთვის, რომელიც ყველა ადამიანის გარანტირებული უფლებაა” – დაწერა გირატისტმა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთშიც აღნიშნეს
შემდეგი სტატიაისრაელის პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი ტრაგედიის გამოძიების პირობა დადო (ვიდეო)