ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი ტრაგედიის გამოძიების პირობა დადო (ვიდეო)

ისრაელის პრემირ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიახუმ პირობა დადო, რომ დღეს რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც ათობით ადამიანი გარდაიცვალა, გამოიძიებენ. პრემიერმა მერონის მთა, ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა, მოინახულა და თქვა, რომ პირობას დებს, რომ “მსგავსი კატასტროფა არასდროს მოხდება”.

წუხელ, ღამის ფესტივალზე, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო მომხდარ ჭყლეტაში დაახლოებით 45 ადამიანი გარდაიცვალა, 150-მდე პირმა მძიმე დაზიანება მიიღო – “ბიბისი” წერს.
სასწრაფო დახმარების ექიმმა, რომლიც შემთხვევის ადგილზე მუშაობდა, თქვა, რომ მუშაობის 20 წლიანი გამოცდილების მანძილზე მსგავსი საშინელება არ უნახავს – “დოიჩე ველე” წერს.

იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=FQwYoObJ5qw

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიRammstein-ის გიტარისტმა ნავალნის შტაბის წარმომადგენელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შემდეგი სტატიამოსკოვში აშშ-ს საელჩომ ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ განაცხადა