რა არის ცნობილი ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტზე, სადაც 50-მდე ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 49 ადამიანი დაიღუპა ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისთჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად. ათობით დაშავებულია.

ქალაქში, რომელიც ახალი ზელანდიის აღმოსავლეთით მდებარეობს, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შეიარაღებული პირები მეჩეთში, სადაც დაახლოებით 500-მდე მლოცველი იყო, შევიდნენ და გასასვლელი გადაკეტეს. მოგვიანებით პოლიციამ მეჩეთის გვერდით დაყენებულ მანქანებში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა. თავდასხმა, ახალი ზელანდიის ისტორიაში, ყველაზე სისხლიანია – წერს “ბიბისი”.

მეჩეთში ბევრი მიგრანტი იმყოფებოდა, ასევე, კრიკეტში ბანგლადეშის ნაკრები შედიოდა მეჩეთში ზუსტად იმ მომენტში, როცა იქ სროლა ატყდა. ყველა მათგანი გადარჩა, თუმცა, ფსიქოლოგიური შოკი მიიღეს, რომლის გამოც მათთან მატჩი გადაიდო.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი პირი იღებდა თავდასხმაში მონაწილეობას. დაკავებულია სამი ადამიანი.

თავდასხმიდან ძალიან მალე ქსელში გავრცელდა ვიდეო. “გულმოდგინედ გთხოვთ, არ გაავრცელოთ ეს ვიდეო. ვმუშაობთ იმაზე, რომ ის აიღონ” – ახალი ზელანდიის პოლიციამ “ტვიტერში” დაწერა.

ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, ქვეყანაში ყველა მეჩეთი დაკეტილია.

banner
წინა სტატიაშისიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, რუსები შემოვიდნენ ბაღებში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე – დავით ქაცარავა ხურვალეთში არსებულ ვითარებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ