სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

როგორც “თაიმერს” სუს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – განუცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

banner
წინა სტატიაშირა არის ცნობილი ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტზე, სადაც 50-მდე ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი თანამოქალაქეების გადმოსვენების საკითხზე გარკვეული პროცესები ცხინვალის მიმართულებითაც დაიძრა