“ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საგანგაშოა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საგანგაშოა. როგორც გამყრელიძე აცხადებს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი ათ პროცენტს გასცდა.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია რთული და საგანგაშოა. ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი მერყეობს 4-5 ათასის ფარგლებში. დღევანდელი სტატისტიკა განპირობებულია ე.წ. შაბათ-კვირის ეფექტით, როცა ნაკლები ადამიანი მიმართავს ლაბორატორიებს გასატესტად. სხვა ინდიკატორები, როგორიც არის დადებითობის მაჩვენებელი, გაზრდილია, ბოლო ორი კვირის არის 9-10 პროცენტი, დღევანდელი კი გასცდა 10 პროცენტს. რაც მთავარია, გაზრდილია რეპროდუქციის ინდექსი, რაც, რა თქმა უნდა, პროგნოზულად ცუდია, რადგან ეპიდსიტუაცია ალბათ კიდევ უფრო დაიძაბება. მით უმეტეს, რომ აცრის მაჩვენებელი ვერაფრით ზევით ვერ მიდის. მიუხედავად ბევრი ახსნა-განმარტებისა, თხოვნისა, მოწოდებისა, სოფლებში სიარულისა, მარათონის წარმოებისა, მაინც ყოველდღიურად 4-5 ათასის ფარგლებშია, ოქტომბრის საშუალო კი ჩამოვიდა 6 000-ზე, როცა ჩვენ სექტემბრის საშუალო გვქონდა 19 000. ამ რიცხვებით ჩვენ ფონს ვერ გავალთ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმელია: რამდენი დღეა შიმშილობს და სასამართლო პროცესი არ ჩაუნიშნეს. რა არის ეს თუ არა დატყვევება
შემდეგი სტატიაწალენჯიხის საკრებულოს წევრმა პარტია “საქართველოსთვის” დატოვა