ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ვიღებთ

ელენე ხოშტარია:

ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე სახელმწიფო მანქანა გადართულია არა პასუხების გაცემაზე, არამედ საქმის სასურველად შეკერვაზე”- ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდემა ელენე ხოშტარიამ შსს- ს მიერ გავრცელებული მასალის საპასუხოდ გააკეთა.

ხოშტაიას თქმით, პარლამენტი, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარცხალაძის სიტუაციიდან „გამოძვრენას“ ცდილობენ.

“ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში გვემუშავა და ობიექტური პასუხები არსებულ კითხვებზე გაგვეც, ვხედავთ, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა პარლამენტიდან დაწყებული, პროკურატურით გაგრძელებული და ახლა შსს-ც, გადასულია ისეთი საქმის შეკერვაზე, რომელიც აწყობთ მათ, რომ ფარცხალაძე სიტუაციიდან გამოაძვინონ. ეს არის ძალიან სამწუხარო და ცუდი არა ფარცხალაძის გამო, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ვიღებთ. სახელმწიფოში ვიღებთ ძალოვანს, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს და რომელიც ძალიან სერიოზული დანაშაულისთვის არანაირ ფასს არ გადაიხდის. ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე სახელმწიფო მანქანა გადაერთო არა პასუხების გაცემაზე, არამე საქმის სასურველად შეკერვაზე”, – განაცხადა ჟურანლისტებთან ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით იმოძრავებს
შემდეგი სტატიასესილია – უბრალოების არისტოკრატიზმი