დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით იმოძრავებს

დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე) დღეიდან, ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით) იმოძრავებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა ცალმხრივად (სამტრედია-ქუთაისის მიმართულებაზე) განხორციელდება.

ცალმხრივი რეჟიმი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების სამუშაოების გატარებითაა გამოწვეული, რომელიც გარე განათების ქსელის მოწყობას, ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობასა და ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას ითვალისწინებს.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ლაშა თორდია: სამარცხვინოა ეს ყველაფერი
შემდეგი სტატიაქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ვიღებთ