ქუთაისში სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები გარევაჭრობის შეწყვეტას ითხოვენ

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლის” თანამშრომლებმა, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის შეწყვეტის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს.
სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები საკუთარ პროდუქციას მყიდველებს ქუჩაში სთავაზობენ, რის გამოც კლიენტი შენობაში აღარ შედის.

” სახელმწიფო ვალდებულია, ყველა ბიზნესს თავისუფალი კონკურენციის გარემო შეუქმნას, რაც ჩვენს შემთხვევაში დარღვეულია. პროდუქცია აღარ იყიდება. მაღაზიებს კეტავს ხალხი. ასეთ პირობებში არც მუშაობა და საერთოდ არსებობა აღარ შეიძლება”,- განაცხადა “გრანდმოლის” დირექტორმა ნატო დანელია მედიასთან საუბარში.

გარემოვაჭრეები ადგილის გათავიუსფლებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ეს მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ათობით გარემოვაჭრეა დასაქმებული.

banner
წინა სტატიაში”თავისუფალმა დემოკრატებმა” საარჩევნო სისტემის 2020 წლისთვის შეცვლის თაობაზე მმართველი გუნდის პროექტს შესაძლოა მხარი დაუჭიროს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება