თამაზ მეჭიაური: მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება

დეპუტატი თამაზ მეჭიური მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.

როგორც თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები არჩევნებამდე ვერ მოესწრება.

„ოპოზიცია იმიტომ არის ოპოზიცია, რომ უმრავლესობას არ ფლობს. გამომდინარე აქედან, ულტიმატუმით საუბარი არ მიმაჩნია სწორად. იმისთვის, რომ კანონმდებლობა და კონსტიტუცია შეცვალო, უნდა მოხვიდე ხელისუფლებაში იმ დოზით მაინც, რომ რეალობასთან ახლოს იყოს შენი პრეტენზიები. გამომდინარე აქედან, მე მივესალმები ყველა იმ ცვლილებას, რაც არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებს. ერთადერთი რაზეც მე განსხვავებული აზრი მაქვს, არის ის, რომ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაფერი ეს გამოიწვევს იმას, რომ მთელი პოლიტიკური ცენტრი განთავსდება თბილისში და მანდატების უმრავლესობა დარჩება თბილისში, ხოლო რეგიონების უმრავლესობა დარჩება დეპუტაციის გარეშე”, – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები გარევაჭრობის შეწყვეტას ითხოვენ
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ე.წ. ტესტების საქმეზე ლევან მურუსიძე დაკითხა