ქუთაისში 4 პედაგოგს და 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში სამ მოსწავლეს კორონავირუსი დადასტურდა. ვირუსი მე-2, მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეს დაუდგინდა. მოსწავლეები და პედაგოგები რომლებსაც ამ ბავშვებთან ქონდათ შემხებლობა ჰქონდათ თვითიზოლაციაში არიან.

რაც შეეხება სკოლას, დეზინფექცია ჩაუტარდა და დღეს სწავლება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა ოთხი სკოლის პედაგოგებს.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ვირუსის ახალი შემთხვევები მე-9, მე-10, მე-13 და პირველ საჯარო სკოლებში დაფიქსირდა. ოთხივე სკოლაში თითო პედაგოგია ინფიცირებული. სასწავლო დაწესებულებები სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმში გადავიდნენ.
,,დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია ოთხი პედაგოგი, ოთხი სხვადასხვა სკოლიდან. შესაბამისად, სკოლები გადავიდნენ დისტანციური სწავლების რეჟიმზე. მოსწავლეებს ვირუსი არ დადასტურებიათ,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კორონავირუსის გამო ქუთაისში სრულად დისტანციურ სასწავლო რეჟიმზე ექვსი საჯარო სკოლაა გადასული.

banner
წინა სტატიაშიბექა ფერაძე: შემოწმდა 1 500-მდე საბავშვო ბაღი და დადებითი დასკვნები გაიცა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა : სააკაშვილმა ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის, მას მეტი მიზანი და იდეა არ აქვს