ბექა ფერაძე: შემოწმდა 1 500-მდე საბავშვო ბაღი და დადებითი დასკვნები გაიცა

დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 1500-მდე ბაღი და მათ მიმართ გაიცა დადებითი დასკვნა. დღეს უკვე, ყველა ამ სააღმზრდელო დაწესებულებამ განაახლა პროცესი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იყო გარკვეული შემთხვევები, სადაც დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის გამო, ან სარემონტო სამუშაოების გამო არ განახლდა სწავლა. თუმცა, უახლოეს დღეებში ეს პროცესი სრულად აღდგება. ამით ფაქტობრივად, ჩვენ დავასრულეთ როგორც სკოლამდელი ბაღების შემოწმება, ასევე შემოწმდა პროფესიული სასწავლებლები, უნივერსიტეტები. ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და ჯამში, სხვადასხვა საზედამხედველო სამსახურის მიერ, შემოწმდა 130 ათასამდე კომპანია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : როგორც კუმ გაატანა მორიელი მდინარეს, ისე უნდა გავატანოთ ისტორიას „ქართული ოცნება“
შემდეგი სტატიაქუთაისში 4 პედაგოგს და 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა