ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა, ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ მიუღიათ.

დღეს სტაციონარიდან კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება და კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სამი პაციენტი დარჩება.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ ორ დღეში ეს პაციენტებიც დატოვებენ კლინიკას.

banner
წინა სტატიაშირიჟვაძე ქედის მონაკვეთზე: რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ორმხრივად აღდგეს მოძრაობა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა