რიჟვაძე ქედის მონაკვეთზე: რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ორმხრივად აღდგეს მოძრაობა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთი ცალმხრივად გაიხსნა. ჩამოწოლილმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩახერგა და მაღალმთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაადგილება გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ შემოვლითი გზით იყო შესაძლებელი. გზაზე ჩამოყრილი ლოდების გამო მათი აფეთქება გახდა საჭირო. საგზაო დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზა ორ დღეში სრულად გაიხსნება, მანამდე კი შესაძლოა ლოდების აფეთქება კიდევ გახდეს საჭირო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტების მართვის მენეჯერის დავით ჩიქოვანის განცხადებით, შესაძლოა, რამდენიმე ლოდის აფეთქება გახდეს საჭირო.

„გავდივართ კონსულტაციებს სხვადასხვა სპეციალისტებთან, ინჟონრებთან და ასევე გეოლოგებთან. არ გამოვრიცხავთ, რომ საჭირო გახდეს რამდენიმე ლოდის აფეთქება, რომელიც მოხდება იმ კომპანიის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც აჭარაში პროფესიონალია. ზეგ ველოდებით გაავდრებას და სანამ გაავდრდება, მანამდე გავხსნით გზას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის თქმით, რამდენიმე დღეში მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მობილიზებულია როგორც საგზაო დეპარტამენტები, ასევე პოლიციის დანაყოფები. ისინი უზრუნველყოფენ გადაადგილებული ავტოსანტრასპორტო საშუალებების უსაფრთხოებას. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ორმხრივად აღდგეს აქ მოძრაობა“, – განაცხადა რიჟვაძემ.

banner
წინა სტატიაშისულელი არავინ არ არის, ელჩები ახალს ვერაფერს იტყვიან – სამადაშვილი ოცნებას პასუხობს
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება