ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
სხვა სტატიები
- ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კორონავირუსის სიმპტომებით სამი საშუალო ასაკის მამაკაცი გადაყავთ
- ბიძინა კულუმბეგოვი: ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ინფექცია ვმართოთ
- ამირან გამყრელიძე – მივმართავ მშობლებს, სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ გაუშვან, ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომის შემთხვევაში „112“-ზე დარეკონ
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. სანიტარული სამსახურის უფროსმა, ანა გაგლოევამ განაცხადა.
„რეგისტრირებული შემთხვევები 23-ს შეადგენს. ბოლო გამოვლენილი პაციენტი რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია“, – განაცხადა გაგლოევამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის „რესპუბლიკაში“ 193 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ, კარანტინში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა შორის 15 კურსანტია.