ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად, მეუფე იოანე გამრეკელი დაინიშნა – მეუფე ნიკოლოზი

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად, მეუფე იოანე გამრეკელი დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა. დღეს სინოდის სხდომაზე, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად ორ კანდიდატურა, მეუფე იოანე გამრეკელი და მეუფე მელქისედეკი იყო დასახელებული. თეოლოგების ნაწილი ამბობდა, რომ სასულიერო პირთა უმრავლესობა მხარს მეუფე იოანე გამრეკელს დაუჭერდა, ვინაიდან ის პრორუსული ინტერესების გამტარებელია.

აქვე, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც მანამდე იყო წალკის ეპისკოპოსი.

banner
წინა სტატიაში“მივარდა პატრიარქს, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ” – სინოდის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – საერო ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია და ეს პრინციპი მკაცრად უნდა დავიცვათ