“მივარდა პატრიარქს, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ” – სინოდის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

სინოდის სხდომაზე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც იყო – ამის შესახებ განცხადება მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გააკეთა. მისი თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მას შემდეგ, რაც მის განყენებას მღვდელმთავრებმა მხარი დაუჭირეს, პატრიარქს დაუპირისპირდა.

“როდესაც ეს განჩინება სინოდიდან მხარდაჭერილ იქნა, მან დაინახა რომ ცუდადაა საქმე, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი … რომ მივარდა პატრიარქს, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ,” – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

რაც შეეხება ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე სტეფანეს განცხადებით, მეუფე იაკობმა ბოდიში მოიხადა სინოდის წინაშე და მღვდელმთავრებისგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.

banner
წინა სტატიაში“არ შეიძლება ხელისუფლებასთან ასე შეზრდილი ეკლესია” – დავით ბერძენიშვილი
შემდეგი სტატიაქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად, მეუფე იოანე გამრეკელი დაინიშნა – მეუფე ნიკოლოზი