,,ქურთისტანი აქ არის,, სკანდალური ვიდეო თურქეთის პარლამენტიდან

თურქეთის ეროვნული მეჯლისის (პარლამენტის) გუშინდელ სხდომაზე,  პარლამენტის წევრმა პროქურთული სახალახო დემოკრატიული პარტიიდან (HDP) ოსმან ბაიდემირმა, ქურთების პრობლემებზე ემოციურად ილაპარაკა. მან სიტყვით გამოსვლის ბოლოს, საკუთარ თავს ქურთისტანის შვილი და ქურთი ხალხის წარგზავნილი უწოდა.

,,.მე შეიძლება მომკლათ მაგრამ ვერ მოკლავთ რეალობას ქურთისტანის არსებობისა. მე შეიძლება დღეს აქ ვარ და ხვალ აღარ ვიყო… შეიძლება არც თქვენ იყოთ ხვალ აქ… ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ ერთი მისია უნდა შევასრულოთ… მე როგორც ქურთისტანის ერთი შვილი, როგორც ქურთისტანის ერთი წარმომადგენელი, ვისურვებდი და საკუთარ როლსაც ამაში ვხედავ, რომ ეს ჭერი, რომელიც თავზე გვახურავს, იყოს ქურთებისა და თურქების საერთო ჭერი… ყველა ხალხის საერთო ჭერი,, განაცხადა ბაიდემირმა, რასაც თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონ აიშე ნურის რეპლიკა მოჰყვა.

,,პატივცემულო ბაიდემირ! ქურთისტანი სად არის?,, რამდენჯერმე გაუმეორე ვიცე-სპიკერმა ქურთი ეროვნების დეპუტატს, რაზეც პასუხი, ტრიბუნიდან ჩამოსულმა  დეპუტატმა ბაიდემირმა გულზე ხელის დადებით გასცა… ,,აქ არის! აქ არის პატივცემულო ვიცე-სპიკერო… ქურთისტანის აქ არის!,,

https://youtu.be/N_t06WcvBlA

 

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივებს რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს
შემდეგი სტატია  ყარაბაღში სროლები განახლდა- მოკლულია აზერბაიჯანელი სამხედრო