ევროკავშირი კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივებს რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთს კიდევ 6 თვით გაუგრძელონ ეკონომიკური სანქციები. ამის შესახებ წერს რადიო “თავისუფლების” ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი.
“ევროკავშირის ლიდერებმა მწვანე შუქი მისცეს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების 6 თვით გახანგრძლივებას”, – წერს იგი “ტვიტერის” პირად გვერდზე. მისი თქმით, ოფიციალურად ამის შესახებ ცნობილი გახდება მომავალ კვირას.
14 დეკემბერს ბრიუსელში სტარტი აიღო ევროკავშირის სამიტმა, რომლის დღის წესრიგში შემდეგი საკითხებია: “Brexit”-ი, მიგრაცია და თავდაცვის გაძლიერება. სამიტი 15 დეკემბერს დაასრულებს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშისოხუმის რეჟიმი ენგურზე საბაჟოს გახსნას აპირებს
შემდეგი სტატია,,ქურთისტანი აქ არის,, სკანდალური ვიდეო თურქეთის პარლამენტიდან