ქურდული სამყაროს წევრობა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობა – 3 პირს სასჯელის სახით 5 წელი განესაზღვრა

ქურდული სამყაროს წევრობა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობა – დაკავებულ სამ პირს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მათ სასჯელის სახით 5 წელი განესაზღვრათ.

ბადრი ქობულაძის, გიორგი შავლიძისა და რამაზ კომახიძის განაჩენის გამოცხადებას, სასამართლო დარბაზში რეპლიკები მოჰყვა.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის განმარტებით, მან დაკავებულების შემთხვევაში, გაითვალისწინა ბრალდებულების ასაკი, ქცევა და სასჯელის მინიმალური ზომა გამოიყენა.

ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ოჯახები კი დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის გასული წლის 17 ივლისს სულ 9 პირი დააკავეს. მინდია ლავასოღლის დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი. დღესვე გამოცხადება გადაწყვეტილება კიდევ 4 პირის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – უიმედობის დანერგვა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია, ამის შეცვლას არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ სახლში გაშვება სჭირდება
შემდეგი სტატიაედოღანი: სტამბოლში არჩევნები დარღვევებით ჩატარდა