დავით ბაქრაძე – უიმედობის დანერგვა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია, ამის შეცვლას არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ სახლში გაშვება სჭირდება

ხალხში ნიჰილიზმისა და უიმედობის დანერგვა „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია, ამ ყველაფრის შეცვლას წერილების წერა კი არ, არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ სახლში გაშვება სჭირდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, რამაც 2012 ში იმუშავა აღარ იმუშავებს 2020-ში და ქართველი ხალხი არჩევნების გზით დაემშვიდობება „ქართულ ოცნებას“.

„საზოგადოების დაყოფა მოდის ხელისუფლებიდან, ქვეყანაში არსებობს ათასობით ადამიანი რომელმაც დაკარგა სამსახური, ერთადერთი ნიშნით ეს არის პოლიტიკური სიმპათია, ქვეყანაში არსებობს ათასობით სოციალურად დაუცველი რომელმაც დაკარგა სოციალური დახმარება მათი პოლიტიკური სიმპათიის გამო, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები რომლებიც პოლიტიკურ დაპირისპირებას ემსხვერპლნენ, მაგალითად ია კერზაია, ამიტომ ამ ფონზე ხელისუფლებას არანაირი უფლება და ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს, სხვისკენ გაიშვიროს ხელი, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაყოფა და დაპირისპირება, საუბარი წინა ეპოქაზე დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ“ ამიტომ ამ მხრივ ხელის გაშვერა სხვისკენ ისეთივე ტყუილია „ქართული ოცნების“ მხრიდან, როგორც მათი დაპირებები ეკონომიკური განვითარების შესახებ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაქურდული სამყაროს წევრობა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობა – 3 პირს სასჯელის სახით 5 წელი განესაზღვრა