ედოღანი: სტამბოლში არჩევნები დარღვევებით ჩატარდა

31 მარტის მუნიციპალური არჩევნები სტამბოლში დარღვევებით ჩატარდა – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიბ ერდორანმა განაცხადა ორშაბათს, 8 აპრილს. ერთი დღით ადრე მისმა პარტიამ 38 საარჩევნო ოლქში ხმების ხელახალი დათვლის შესახებ შუამდგომლობით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ერთ ოლქში კი შედეგების ანულირება მოითხოვა.
ქვეყნის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა კამერების ჩანაწერები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე “თუ როგორი და რა სახის დარღვევები ხდებოდა”. “სტამბოლში, სადაც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არავის აქვს უფლება თავი გამარჯვებულად წარმოიდგინოს, მით უმეტეს მაშინ, როცა საუბარია ხმების 13-14 ათას სხვაობაზე” – ერდოღანის სიტყვებს “დოიჩე ველე” ციტირებს.

მუნიციპალური არჩევნები, რომელშიც 57 მილიონი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, 31 მარტს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, სტამბოლში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მანსურ იავაშმა ხმების 50% მიიღო, მთავრობის კანდიდატმა კი ხმათა 47,06%.

banner
წინა სტატიაშიქურდული სამყაროს წევრობა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობა – 3 პირს სასჯელის სახით 5 წელი განესაზღვრა
შემდეგი სტატიაკოკაინი რუმინეთში: შავმა ზღვამ ათობით კილო კოკაინი გამორიყა