ქუჩური გარჩევა მალე კრიმინალად შეფასდება

ქუჩური გარჩევა მალე კრიმინალად შეფასდება. დავის გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობისთვის, კანონი გაითვალისწინებს როგორც საჯარიმო სანქციას ისე პატიმრობას – ვადით 2 წლამდე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანონით ისჯება როგორც აქტიური მონაწილეობა ასეთ გარჩევაში, ისე პასიური მონაწილეობაც და დასწრებაც, ოღონდ წინასწარი შეცნობით:

“ანუ პირი თუ აცნობიერებს რაში იღებს მონაწილეობას და თავისი აქტიური ქმედებებით მხარდაჭერას გამოხატავს იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მარტივად რომ ვთქვათ ადგილზე ყოფნაც გააჩნია რაოდენობას ადამიანების მსხვერპლში შიშის განცდას იწვევს ხოლმე”, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

კანონპროექტის დამცკიცების შემდეგ ქუჩური გარჩევის, ისევე როგორც სხვა დანაშაულების დასჯას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო ეკიპაჟები აღასრულებენ.

ქუჩური გარჩევის პრევენციაში ჩართულები იქნებიან მართლწესრიგის ოფიცრები. ის ინსიტუტი, რომლის წარმომადგენლებიც უკვე გამოჩნდნენ დედაქალაქის ქუჩებში. ეს ადამიანები მოქალაქეებთან დანაშაულის პრევენციის მიზნით იმუშავებენ.

ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ გამოცხადებული უკომპრომისო ბრძოლის გაგრძელებაა. მისი მიზანი ქვეყანაში ქურდული სამაყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრაა.

ამ პოლიტიკის შედეგად 2018 წლიდან დღემდე დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 200-მდე წევრი და 12 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი. როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ქუდულ სამყაროსთან ბრძოლის ფარგლებში შსს ინიციტივით კანონში ცვლილებებიც შევიდა. გაფართოვდა ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი. სისხლის სამართლით დასჯადი გახდა”

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა;

ქურდული სამყაროს წევრისათვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა;

ქურდულ შეკრებაშაში მონაწილეობა;

სულ მალე კი დასჯადი გახდება ქუჩური გარჩევა, რომელიც ასევე კრიმინალური მენტალიტეტის ერთგვარი გამოვლინებაა.

banner
წინა სტატიაში2025 წლისთვის საშუალო ხელფასი გაორმაგდება და 450 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება
შემდეგი სტატია“ვაპირებთ დავსვათ შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი” – ოთო კახიძე ია კერძაიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე