2025 წლისთვის საშუალო ხელფასი გაორმაგდება და 450 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

2025 წლისთვის საშუალო ხელფასი გაორმაგდება და 450 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება – ასეთია ეკონომიკის მინისტრის პროგნოზი. გიორგი ქობულია საერთაშორისო შეფასებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არასდროს ყოფილა იმაზე კარგ მდგომარეობაში, ვიდრე დღესაა, მაგრამ ქვეყანას მეტი რესურსი აქვს.

მისი მტკიცებით, საჭიროა რეფორმების უფრო სწრაფი ტემპი, რაშიც ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაარწმუნა.

დადებითი შეფასებების მიუხედავად ქვეყანაში საშუალოდ ყოველი მეხუთე ადამიანი დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ მისი შემოსავალი საარსებო საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. ეს ნიშნავს, რომ თვეში 175 ლარსაც ვერ ხარჯავს. რაც საარსებო მინიმუმადაა დადგენილი

ქვეყანაში სიღარიბის დონე 2012 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, მაშინ თითქმის ყოველი მესამე იყო ღატაკი. 2012 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია დასაქმების საკითხიც. უმუშევარი მოსახლეობა 17%-დან 13,9%-მდეა შემცირებული.

banner
წინა სტატიაშისომხეთის არჩევნების პირველი შედეგები გავრცელდა
შემდეგი სტატიაქუჩური გარჩევა მალე კრიმინალად შეფასდება