“ვაპირებთ დავსვათ შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი” – ოთო კახიძე ია კერძაიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე

პოლიტიკური დევნა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე – “ევროპული საქართველოს” წევრის ოთო კახიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ისინი შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებენ.
„დავაყენებთ საკითხებს რომლებიც ეხება არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელებულ უპრეცენდენტო ზეწოლებს საჯარო მოხელეებზე. ეს გამოიხატა კონკრეტულ უმძიმეს დარღვევებში რასაც შეეწირა ადამიანი ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია, ჩვენ “ევროპული საქართველო” ვაპირებთ, რომ დავსვათ შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი” – განაცხადა ოთო კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიქუჩური გარჩევა მალე კრიმინალად შეფასდება
შემდეგი სტატიაპური გაძვირდა