ქუჩებში განაღმვითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს… ქალაქში რაც სასასწრაფო დახმარების მანქანები იყო, ყველა დახცრილეს – ბოროდიანკას მერი

“ქუჩებში განაღმვითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს… ქალაქში რაც სასასწრაფო დახმარების მანქანები იყო, ყველა დახცრილეს”, – ამის შესახებ ბოროდიანკას მერი გიორგი იერკო საუბრობს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ქალაქში დაბრუნებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ნანგრევებში უკვე 41 ცხედარი ვიპოვეთ. სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება. ახლაც დამირეკეს, რომ აქვე ახლოს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილზეა ჯგუფი, რომელიც დეტალებს დაადგენს. ყოველდღიურად 3-4 ადამიანის ცხედარს ვპოულობთ. შემდეგ ცხედრები ექსპერტიზაზე იგზავნება და მათი იდენტიფიკაცია ხდება. ქალაქში 14 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამ ეტაპზე დაახლოებით 2000 ადამიანი დაბრუნდა. ჯერჯერობით დაბრუნებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებთ, რადგან ჯერ სახიფათოა.

ქუჩებსა და ეზოებში განაღმვითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. როდესაც სრულიად აღდგება წყალი, გათბობა და ელექტროენერგია, მერე დაბრუნდებიან. ჩვენი პარტნიორების, ადგილობრივი თვითმართველობისა და მთავრობის დახმარებით ქალაქს მალე აღვადგენთ. სასწრაფო დახმარების მანქანაც გადმოგვცეს რადგან რაც კი მანქანები იყო ქალაქში, მტერმა ყველა დაწვა და დაცხრილა, – ამბობს გიორგი იერკო.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა აღმოსავლეთში ტერიტორიებს არ დათმობს – ზელენსკი
შემდეგი სტატიავულოცავ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს, დაე, ამ წმინდა დღეს მოეტანოს მშვიდობა, სითბო და სიკეთე – პაპუაშვილი