უკრაინა აღმოსავლეთში ტერიტორიებს არ დათმობს – ზელენსკი

უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას სახელმწიფოს აღმოსავლეთით ომის დასასრულებლად და მზად არის მომავალი ბრძოლისთვის დონბასში. ამ ბრძოლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საომარი მოქმედებების შემდგომ წარმართვაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები მზად არიან მოსკოვთან საბრძოლველად დონბასში.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, თუ რუსეთი დონბასს დაიკავებს, მაშინ არ არსებობს გარანტია, რომ ის მეორედ არ შეეცდება კიევზე თავდასხმას. ამიტომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის შეკავება. რადგან მომავალმა ბრძოლამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მთელი ომის მიმდინარეობაზე.

„არ ვენდობი რუს სამხედროებს და რუსეთის ხელმძღვანელობას. უკრაინას არ გააჩნია გარანტია, რომ მოსკოვი კვლავ არ შეეცდება კიევის აღებას, თუკი ის დონბასს დაიკავებს. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი არ დაშვება ჩვენ მიწაზე, რადგან ეს არის ბრძოლა. მას შეუძლია გავლენის მოხდენა მთლიანად ომზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიარ მჯერა მსოფლიოსი მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რა ხდება უკრაინაში – ზელენსკი
შემდეგი სტატიაქუჩებში განაღმვითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს… ქალაქში რაც სასასწრაფო დახმარების მანქანები იყო, ყველა დახცრილეს – ბოროდიანკას მერი