ქობულეთის რამდენიმე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ინფორმაცია ნახეს სკოლაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

მოსწავლეებმა ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობეს. დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა